შობის დღესასწაული

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი დღეს  მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.   სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა. საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა. საშობაო ლიტურგიაზე მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. ამასთან, როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი