25 დეკემბერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1977 წლის 23 დეკემბერს, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიე, 25 დეკემბერს კი ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა. ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს, როცა მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმოდ აღინიშნა. ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, წელს საიუბილეო ღონისძიებები შეზღუდული რაოდენობით ჩატარდება.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარეც.