მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს. რიგგარეშე სესია საკანონმდებლო ორგანოში უკვე 8 საათზე მეტია, მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდება.
14-დან 11-მდე შემცირებულ მინისტრთა კაბინეტში პოსტების დასაკავებლად 8 უკვე კარგად ნაცნობი და 3 ახალი სახე ემზადება. ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, ახლა ტრიბუნას უკვე დეპუტატები იკავებენ – სალომე ქოქიაშვილი ისმენს პოლიტიკურ გამოსვლებს.