რიგგარეშე სესია არ შედგება

უარი პრეზიდენტს და ოპოზიციას.

რიგგარეშე სესიის ინიციატივა ჩავარდა. სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ შევა. შესაბამისად, ვერ შედგება ქვორუმი და ვერ შეგროვდება სესიის მოსაწვევად საჭირო 76 ხმა, რადგან იდეის ავტორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხმები მხოლოდ 46-ს შეადგენს. ოპონენტების მიერ მოთხოვნილ საკითხებზე საკომიტეტო დასკვნები არ არსებობს – ასეთია მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი, რაც ოპოზიციის მხრიდან ევროპული პერსპექტივის საბოტაჟად ცხადდება. ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ეპატიჟება, რაც ადრესატებისთვის დროის გაყვანის მცდელობა და ფარსი პროცესია. მმართველი პარტიის მიერ საბოტაჟად და უპერსპექტივოდ მიჩნეული სესიის არ დანიშვნა გაუგებარი აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც. 46 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული გზავნილები გაისმა პრეზიდენტის მისამართითაც.