მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

ხუთშაბათს, პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატი და განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს. დღეს დეპუტატები მომავალი მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს უსმენენ. ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრები კანონმდებლებს საკუთარი უწყებების მიღწევებს და მომავალ გეგმებს აცნობენ. გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, უმუშევრობის შემცირება, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ეკონომიკის მინისტრის პრიორიტეტებია. საკომიტეტო მოსმენებს ოპოზიციაც ესწრება. იყო კრიტიკა და დაისვა მწვავე კითხვებიც. შეკითხვები ძირითადად პროდუქტების ფასებს, უმუშევრობას და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, რა ზომები მიიღო სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ შოვის ტრაგედიის შემდეგ და რა ეტაპზეა ადრეული შეტყობინებების სისტემების დამონტაჟება.