პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა
აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა ოპოზიციის ნაწილი, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას მომხრე მხოლოდ 18 იყო, 22-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
აფგან მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა.