პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა. კვლევას საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო 61-ე პოზიციაზეა, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა.

კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებად ხდება, თუმცა მუქარის შემთხვევები მაინც ფიქსირდება.

ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ.

დატოვე კომენტარი