მთავარი პროკურორი აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება

მთავარი პროკურორი აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება. ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურას, მიუხედავად ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებებისა, ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია შემთხვევის შესახებ არ აქვს.

შოთაძის განცხადებით, უწყებამ რამდენჯერმე მიმართა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ მიაწოდონ ინფორმაცია მუხთარლის განაჩენის შესახებ, თუ რა იურიდიულ ფაქტებს დაეყრდნენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

დატოვე კომენტარი