აქცია პარლამენტის შენობასთან

საქართველოს ხელისუფლებას თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. საპროტესტო აქცია დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ადგილზე აზერბაიჯანის მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზეც გააჟღერეს.

აფგან მუხთარლის გატაცებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ჟურნალისტი სასჯელს აზერბაიჯანის ციხეში იხდის.