მუხთარლის საქმეზე, იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოს დოკუმენტს წარუდგენს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე, იუსტიციის სამინისტრო ევროპულ სასამართლოს შეჯერებულ დოკუმენტს წარუდგენს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა და განმარტა, რომ ევროსასამართლოს შეკითხვებზე საპასუხოდ წინ რამდენიმე კვირაა, რა დროშიც იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციას გამოითხოვს და დოკუმენტს ამის მიხედვით მოამზადებს.

მუხთარლის საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სასამართლოდან რვა კითხვა მიიღო.