მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, დღეს პარლამენტის შენობის წინ იმართება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წელი გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ განცახდებას აქვეყნებენ და მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაციის გავრცელებისკენ. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ მომხდარის არაეფექტური გამოძიება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს.

დატოვე კომენტარი