დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს მსჯელობენ.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.
მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა გააცნო, რის შემდეგაც, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამის შემდეგ დადგება კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.