პარკირება ფასიანი ხდება.
ზაფხულიდან მძღოლებს მანქანის გასაჩერებლად საათობრივი გადასახადის გადახდა მოუწევთ.
პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტი ორ უბანში დაინერგება. ამ გზით დედაქალაქის მთავრობა გადატვირთული მოძრაობის განტვირთვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობას ცდილობს.
მანქანის მფლობელებს საპარკინგე ადგილებზე ავტომობილების უფასოდ გაჩერება დღეში მხოლოდ 4-ჯერ, ისიც განსაზღვრული დროით შეეძლებათ.
ჯერ უცნობია, როგორი იქნება პარკირების ტარიფები. საკრებულოში გაგზავნილ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს.