თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პანელური დისკუსია გაიმართა – მონაწილეებმა სახელოვნებო განათლების სისტემის გამართვის, ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს ექსპერტებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს საკანონმდებლო რეფორმის ძირითადი მიზნები გააცნეს. დისკუსიას დაესწრო ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეც, რომელმაც პედაგოგებს ლატვიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.