უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმაზე იმსჯელეს. მინისტრი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის ხელმძღვანელობას და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს შეხვდა. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სამომავლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე. თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტროს სისტემაში უმაღლესი სასწავლებლების რეფორმისას აქცენტი გაკეთდება ხარისხზე, აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება განათლების სამინისტროსთან, ასევე მსოფლიო ბანკთან.

მოამბე