შეხვედრა კულტურის სამინისტროში

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის ხელმძღვანელებს შეხვდა კულტურის მინისტრი. ისაუბრეს სახელოვნებო განათლებაში გასატარებელ რეფორმაზე. შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შეხვედრის მონაწილეები თეა წულუკიანს წარუდგენენ საკუთარ ხედვას, თუ როგორ აპირებენ მათ სფეროში ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვას.

მოამბე

დატოვე კომენტარი