საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ოძისში

ევროპისა და აშშ-ის საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. ადგილზე ევროპარლამენტის, ნატო-ს, ატლანტიკური საბჭოსა და სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი და განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით დგას. დელეგაცია ჩვენს ქვეყანას თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. უკრაინა ომის შემდეგ, ნატო-ს მომავალი და სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები საქართველოში – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომლებზეც ხვალიდან მხარეები პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ.