იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრთა კითხვებს მოქმედი ადვოკატი, პაატა შავაძე პასუხობს.
კანდიდატმა გასაუბრების დაწყების წინ საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში. მისივე შეფასებით, ამის თქმის საფუძველს მისი წარსული გამოცდილება აძლევს.
კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დ კომპეტენტურობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს. მისი თქმით, ეს ორი კრიტერიუმი არის მნიშვნელოვანი კანდიდატის შეფასების დროს.
დღეს საბჭოს წევრთა კითხვებს კიდევ ერთი კანდიდატი, მორის შალიკაშვილი უპასუხებს.