პაატა სალიას განცხადება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

მელაძის გარდა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. პაატა სალიას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ნინო შუბლაძესთან.