ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

5 ივლისს, მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება.

დაზარალებულის სტატუსი მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს მიენიჭა. კერძოდ, „ფორმულას“ ორ ჟურნალისტს, ლუკა ხაჩიძეს და გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძეს, „მთავარი არხის“ ოპერატორებს, ანრი ჯოხარიძესა და ლევან კალანდიას, ასევე „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას. თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც. მისი ადვოკატის განცხადებით, დღეს ოპერატორთან დაკავშირებით მოხდა ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა.