გამოკითხვები პოლიციაში

5 ივლისის მოვლენებზე თბილისის მთავარ სამმართველოში მედიასაშუალების წარმომადგენლების გამოკითხვები გრძელდება. გამოკითხვაზე დღეს „რადიო თავისუფლებისა“ და საინფორმაციო სააგენტო „სი ნიუსის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. საგამოძიებო უწყებაში ასევე იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ბექა ათაბეგაშვილი, რომელსაც საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები გააცნეს და დაზარალებულის სტატუსიც მიენიჭა.