თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო. ბურჭულაძე დავითაშვილს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაკეთებული განცხადებებისთვის უჩივის, რომლითაც დავითაშვილმა ის ფონდ „იავნანაში“ შესული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.
სარჩელით პაატა ბურჭულაძე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 25 000 ლარის გადახდას მოითხოვს, თანხა კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
დავითაშვილის მხარის განცხადებით პროცესზე დამტკიცდება, რომ ბურჭულაძეზე გაკეთებული განცხადებები ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.
შემდეგი პროცესი სასამართლოში 5 თებერვალს ჩაინიშნა.