სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, – ასე ეხმაურება ირაკლი ბათიაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.

ირაკლი ბათიაშვილი 2006 წელს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის დასამხობად ემზარ კვიციანისთვის შეიარაღებულ ამბოხების ინტელექტუალური დახმარების ბრალებით გაასამართლეს. ბათიაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებული იყო, რომ ევროსასამართლო ადრე თუ გვიან მის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია ევროკონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის  დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს ირაკლი ბათიაშვილისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 3600 ევროს გადახდა სამი თვის ვადაში მოუწევს.