ოთხი ადამიანი დაიღუპა გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად - როგორია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
ოთხი ადამიანი დაიღუპა ცოტა ხნის წინ გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევიდან გადავარდა. რამ გამოიწვია ავარია, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების პირველადი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მიკროავტობუსის მძღოლი, “მოამბის” ინფორმაციით, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნათია ქენქაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.