დაპირისპირება დმანისში

დაძაბულია ვითარება დმანისში – არიან დაშავებულები და დაკავებულები. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. მოსახლეობა ხელკეტებითა და ხის ჯოხებით იმყოფება ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

 დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან ჩხუბი გუშინ მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით, გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში ღამით დაიწყო. სამი ადამიანი სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად კონფლიქტს, ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ერთი მხარე მაღაზიიდან ლუდის წაღებას და თანხის მოგვიანებით გადახდას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ჩხუბი დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში იმყოფება.

გიორგი კობერიძე დეტალებით.