ყოფილი მთავარი მბრალდებელი თავად არის ბრალდებული.
ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურა ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემას ედავება. ბრალი მას სისხლის სამრთლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ ერთი წლის ვადით ითვალისწინებს. თუმცა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ლაშა თორდიას ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ თავდასხმა ყოფით ნიადაგზე არ მომხდარა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის საქმიანობას უკავშირდებოდა. ამავე საქმეზე ბრალი ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელ მიხეილ ჩოხელსაც აქვს წარდგენილი.
გიორგი კობერიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.