პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მოსაზრებები განსხვავებულია.

შეგახსენებთ, რომ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე სახელმწიფო სერვისების სააგენტომ დასკვნა 20 სექტემბერს მოამზადა და პრეზიდენტს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი არ მოაწერა. გავრცელდა განმარტებაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას სამთვიანი ვადა ჰქონდა და სახელმწიფო ინსტიტუტებს დროს აძლევდა შესაბამისი ზომების მისაღებად.