ოთარ ფარცხალაძის საქმე

უკვე მეორე დღეა, შეფასებების თემაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ოთარ ფარცხალაძის ფოტოები და ასევე გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარისთვის მტკიცებულებები, მოთხოვნის მიუხედავად, არ წარუდგენია. ოპოზიცია კი ამ მტკიცებულებების საჭიროებას ვერ ხედავს.

ყოფილი გენერალური პროკურორის საქმე მედიაში აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, გრიგოლ ლილუაშვილმა კი ამ თემაზე განცხადებები გააკეთა.