გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით

მედიასთან საუბარი შეეხო ამერიკის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესაც. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ყოფილი გენპროკურორის საქმეზე გამოძიება სუს-ში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ლილუაშვილის თქმით, ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე უწყებამ ოთარ ფარცხალაძე გამოკითხა. „ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგანი ითხოვს დეტალებს,“- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.