ოთარ აბესაძის საქმე

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სავარაუდოდ გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. აბესაძის ადვოკატის განცხადებით, საავადმყოფოში ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მანამდე ის სასამართლო პროცესზე გახდა შეუძლოდ. ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების არგუმენტით ითხოვდა.