დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

გამოძიება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებით ინტერესდება.

დაკავებულია ავტობაზაში დასაქმებული ოთხი პირი, რომლებსაც ქრთამის სანაცვლოდ დედაქალაქში მოძრავ ავტობუსების გარკვეულ ხაზებზე ადამიანთა დასაქმებას ედავებიან. დანაშაულებრივი სქემის დეტალები არ კონკრეტდება, უცნობია ისიც, თუ რა პერიოდზეა საუბარი. დუმს სატრანსპორტო კომპანიაც. ძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ათეულობით მოწმე, რომლებმაც სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ ბრალდებულებს კონკრეტული თანხა გადასცეს. ქრთამის აღება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა – ასეა ბრალდება ფორმულირებული.