ოთარ აბესაძე 2 კვირის განმავლობაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სხვადასხვა კვლევას ჩაიტარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. ადვოკატებმა დახურულ პროცესზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ის უკიდურესად მძიმეა.
ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ის საგანგაშო აღმოჩნდება, უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.