ოშკის რეაბილიტაცია იწყება

მრავალწლიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული.

რამდენიმე ასეული წლის შემდეგ პირველად ოშკის რესტავრაცია იწყება. მე-10 საუკუნის ისტორიული ძეგლის გუმბათის გამაგრება ქართველი ექსპერტების მონიტორინგის ქვეშ იგეგმება. ქართული დელეგაცია უკვე იმყოფებოდა ტაო კლარჯეთში, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სწორედ თბილისიდან გაგზავნილმა ჯგუფმა მოამზადა ძალოვანი ხარაჩოს გეგმა, რომლის საფუძველზეც რესტავრაცია ჩატარდება. ქართული მხარე ასევე ცდილობს, რომ თურქეთთან შეთანხმებას ტაძრის არქოლოგიურ გათხრებზეც მიაღწიოს.