დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია

ძველი თბილისის ერთ-ერთმა სავიზიტო ბარათმა ისტორიული იერსახე დაიბრუნა. დარეჯანის სასახლეში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. მე-18 საუკუნეში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამაგრდა, აღდგა მეფე ერეკლეს აბანო, რესტავრაცია ჩაუტარდა სასახლის გალავანსაც, რომლის გარკვეული ფრაგმენტები სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.