უნიკალური აღმოჩენა

უნიკალური აღმოჩენა ნიკორწმინდის ტაძარში.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ადრეული რელიეფის ფრაგმენტს მიაგნეს. სავარაუდოდ, გუმბათის ქვეშ ნაპოვნ ფრაგმენტზე მღვდელმთავარია გამოსახული.

რელიეფის ასაკის დასადგენად თბილისიდან რაჭაში სპეციალისტების ჯგუფის ჩასვლა იგეგმება.

მანამდე კი მე-11 საუკუნის ტაძარში მიმდინარე მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ლიზა ციციშვილმა დაათვალიერა.