მატანის ტაძრის ჩამონგრევის საფრთხე

უმძიმესი ვითარებაა მატანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრევის პირასაა. ადგილობრივები დახმარებასა და ეკლესიის რეაბილიტაციას ითხოვენ, რადგან საფრთხე მათაც ექმნებათ.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, სადაც აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება, მათივე განმარტებით, ეკლესიის რესტავრაციამდე, გეოლოგების დასკვნაა საჭირო.

„მოამბის“ რეპორტაჟი კახეთიდან.