მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა. პროფესორმა და არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლიჩელმა, კომისიის წევრებს 2007 წელს, გრაკლიანის გორაზე, ჩატარებული გათხრების შედეგად მიღებული მოსაზრებები და დასკვნები წარუდგინა. პროფესორი, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ წარწერას და ისტორიულ ძეგლს 2008 წლიდან იკვლევდა.