გარეჯის მრავალმთის მონასტრების ფოტოგამოფენა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი აღმოჩენა სპეციალისტების კვლევის საგანია.

საუბარია მკვლევართა ჯგუფის მიერ მიგნებულ ტაძრის ნაშთებზე, – სამ კედელსა და გუმბათზე, რომელიც სატორგეს სამონასტრო ქვაბულში იპოვეს. კედლებზე შემორჩენილი წარწერები ფოტოების სახით ახლა იმ გამოფენაზეა წარმოდგენილი, რომელიც დავით გარეჯს ეძღვნება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის გადაღებული ასობით ფოტოდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენისთვის 60 ფოტო შეირჩა. ჯამში კი სპეციალისტებმა 15 მონასტერი აღწერეს. შეგროვილი მასალა მონასტრებში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას იძლევა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოხდა.