ოქრუაშვილის მოთხოვნა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხი 

გვარამიას მსგავსად, ხელისუფლებას პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებს ირაკლი ოქრუაშვილის გუნდიც.

ორკვირიანი შესწავლის შემდეგ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ცნობილია. დასკნის მიხედვით, ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ოქრუაშვილი ტელევიზიის რეალურ მესაკუთრედ, ჯერ კიდევ დაკავებამდე, საკუთარ თავს აცხადებდა. თავდაცვის ექს-მინისტრის მტკიცებით, ბერლინში 9 წლის წინ გაფორმებულ წერილობით შეთანხმებაში, ხალვაშმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის წილების შეძენისას, ოქრუაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა.

ექსპერტიზის ბიუროდან მიღებულ პასუხს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ადვოკატი და თანაგუნდელები უნდობლობას უცხადებენ და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. არგუმენტად, ამავე დოკუმენტზე საერთაშორისო ქსპერტების მიერ დადებული საპირისპირო დასკვნები სახელდება.