ოპოზიციის წევრები გუგუტიანტკარში მიდიან

„20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრების“ დამფუძნებლები და მხარდამჭერები დღეს გუგუტიანთკარში ჩავლენ, ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნობიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

წასვლამდე მოძრაობის წევრები „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისთან შეიკრიბნენ და განცხადებები გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.