"ოპიკი" ანაკლიის პორტის მშენებლობაში, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს

აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციაოპიკი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში, სავარაუდოდ, 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს. ფინანსირების საკითხი “ოპიკის” აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

ოპიკი” – კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია – აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე უკვე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე საზღვაო სამუშაოების დასაწყებად, მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.