თბილისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი“ გახდა. მოთამაშეებს თასი და მედლები საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ლევან ანწუხელიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა გადასცეს. თბილისის „თბილისისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფინალური ასპარეზობა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2016 წელს დაარსდა.