ახალკაცის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა ყველაზე მასშტაბური ქართული საფეხბურთო ტურნირი – ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-13 საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი. ლეგენდარული ქართველი მწვრთნელისა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის სახელობის თასისთვის იბრძოდნენ 2011, 2012 და 2013 წელს დაბადებული ბავშვები. 2011 წლიანების გამარჯვებულები ნორჩი დინამოელები გახდნენ, ხოლო 2012 და 2013 წელს დაბადებულებში, თბილისის დინამოს აკადემიამ პირველობა არავის დაუთმო. ფინალური მატჩების დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. მონაწილეობისათვის ბავშვებს პრიზები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ორგანიზატორი იყო თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, მთავარი მხარდამჭერი – თბილისის მერია, ხოლო პარტნიორი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

დატოვე კომენტარი