რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს „ლელოს“ წევრებმა

რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან, „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის წევრებმა, ადგილობრივმა აქტივისტებმა და სტუდენტებმა.

„არა ოკუპაციას“- ამ დევიზით, ისინი ფახულანში შეიკრიბნენ. მათ ფახულანისთვის ე.წ. საზღვრისპირა სოფლის სტატუსის მოხსნაც გააპროტესტეს.