ომის მძიმე გავლენა ეკონომიკაზე.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის რეკომენდაციებს და რჩევებს იღებს. ეკონომიკურ გამოწვევებზე, მკვეთრად გაზრდილ ფასებსა და შემცირებულ ინვესტიციებზე სასაუბროდ დღეს დისკუსია მოეწყო, რომელსაც ხელისუფლებიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. დისკუსიაში მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ინვესტიციების გასაზრდელად და ინფლაციის მატების შესაჩერებლად ბიზნესმენები მთავრობას ბაზრების დივერსიფიკაციას და ინვესტორების მოსაზიდად მათთვის კონკრეტული პროექტების მომზადებას სთავაზობენ.