„ომეგა ჯგუფის“ გარშემო გავრცელებულ ფარულჩანაწერებზე გამოძიება გრძელდება. ამჯერად საგამოძიებო უწყებაში ჯგუფში შემავალი ორი კომპანიის ხელმძღვანელები დაიბარეს. პარალელურად, ამავე ჩანაწერების საქმეზე პროკურატურაში შესაძლოა, კიდევ ერთი ძიება დაიწყოს.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი სპორტის ყოფილ მინისტრს უჩივის. ჩანაწერის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელთან დიალოგის დროს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილს ახსენებს ლევან ყიფიანი.