ოლივერ ვარჰეის გზავნილი - გამოხმაურებები თბილისში

ევროკომისიის ფორუმის გახსნამდე საქართველომ ბრიუსელიდან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი გზავნილი მიიღო.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტურ მოლოდინს აჩენს. საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ოლივერ ვარჰეის გზავნილია, რომ საქართველოს ძალისხმება კარგად არის მიღებული და ქვეყანა ევროკავშირის გზაზე ყველა მხარდაჭერას მიიღებს. როგორ შეასრულა საქართველომ 2022 წლის ივნისში გაცემული 12 რეკომენდაცია – ევროკომისია დასკვნას ორ კვირაში დადებს. მანამდე კი შეფასებები მკვეთრად არაერთგვაროვანია. სტატუსის მინიჭებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელიც მანამდე გადაწყვეტილების პოლიტიკურ მხარეზე აკეთებდა აქცენტს და ამ კონტექსტში სტატუსის მიღების შანსს 50-50-ზე აფასებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დიდ ნაწილს შეუსრულებლად მიიჩნევს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტების პროგნოზიც დადებითი გადაწყვეტილებისკენ იხრება.