ელჩების კონფერენცია 2023 – ოლივერ ვარჰეის მიმართვა

15:12, 26.12.2023

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ გაწეული შრომის შედეგი“- ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეი „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება იქონიოს.

მსგავსი