საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება

საქართველოში გერმანიის ელჩი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. დიპლომატის თქმით, მისი რეკომენდაციაა, საქართველომ სწრაფად მიაღწიოს პროგრესს. ამასთან, კითხვაზე, „არასამთავრობოები ოლივერ ვარჰეის მოუწოდებენ, გამოაქვეყნოს შუალედური ანგარიში, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა ნაბიჯს. შესაძლებელია ასეთი რამ, რომ გამოაქვეყნოს შუალედური ანგარიში და არ დაელოდოს ფინალური ანგარიშის გამოქვეყნებას?“, – გერმანიის ელჩი პასუხობს: „არ ვარ დარწმუნებული ამასთან დაკავშირებით. არ არის დადგენილი პროცედურა, რომ რამის ადრე გამოქვეყნებას აქვს რაიმე უპირატესობა ან ნაკლი“.