საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში

ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთი რჩება – როგორი იქნება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს წარადგენს ოლივერ ვარჰეი, სადაც სხვა ქვეყნებთან საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც იქნება საუბარი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები ევროკავშირის წევრობის მსურველთა პროგრესს განიხილავენ.

ვრცელი დოკუმენტი, რომელიც დღეს გასაჯაროვდება, ევროპული საბჭოსთვის სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კი საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დეკემბერში მიიღებენ.

სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.